გაკვეთილის მთავარი თემა
|
,,ჩიტბატონა“(ფრანგული
ზღაპარი)
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი.
მეორე კლასი.
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
11
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები აკვირდებიან და აღწერენ გარეულ ფრინველებს. სწავლობენ
და აზუსტებენ გარეული ფრინველების თვისებებს.ადარებენ ერთმანეთს მოქმედ გმირებს.
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მასწავლებლების
სახელი და გვარი
|
ქართ. .2.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.
.6. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ. .9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ.
.11.მოსწავლეს
შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის
გამოყენებით.
ბუნ.2. 1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი
ნაწილების აღწერა.
ქართული ენა - ინგა ჭუმბურიძე
ბუნება- თამრიკო ზურაბაშვილი
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მასწავლებელი
არკვევს თუ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები გარეულ ფრინველებზე.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასება
ხდება წინასწარ შემუშავებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით.
1.ისმენს
მცირე ზომის ტექსტს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
2.ფლობს
კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
3.შედარებით ახასიათებს მოქმედ გმირებს.
4.დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტს.
5.ცნობს და ახასიათებს გარეულ ფრინველებს.
|
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი,
სახელმძღვანელო,საპრეზენტაციო ფაილი ,,გარეული ფრინველები“ მუსიკალური თემის ,,ცხოველთა
სამყარო“ თანხლებით.cd დისკი ,,ჩიტების ხმები“.დავალება ჯგუფებში სამუშაოდ, ცარცი, დაფა.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო
საკითხები -2 წთ
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ რა იციან გარეულ ფრინველებზე.მოსწავლეები იხსენებენ
გარეულ ფრინველებს, ასახელებენ მათ.
მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას : ბუ ღამის მტაცებელი ფრინველია,
აქვს დიდი თავი, დიდრონო თვალები და მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი.თუ რატომაა ბუ
ღამის ფრინველი და დღისით არ დაფრინავს, ამას გაიგებთ დღეს ზღაპრით. აქვე აიხსნება სიტყვა ,,ჩიტბატონა“
ჩიტბატონა პატარა მგალობელი ფრინველია.
ფერადი ბუმბული აქვს. მაგრამ თურმე იგი ძველად
ასე ჭრელი არ ყოფილა. თუ რატომ აქვს მას ნაირფერი ბუმბული ამასაც ეს ზღაპარი მოგვითხრობს.
.
შემდეგ
მასწავლებელი კომპიუტერის დახმარებით აჩვენებს საპრეზენტაციო ფაილს ,,გარეული ფრინველები“
მუსიკის ,,ცხოველთა სამყარო“ თანხლებით.
პრეზენტაციის
შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით. ნაწილ-
ნაწილ კითხვის დროს აიხსნება უცნობი სიტყვებიც.
ჩატარდება გამოკრებითი კითხვა.
მოსწავლეები ტექსტში ეძებენ:
_
რატომ თქვეს ფრინველებმა უარი დახმარებაზე?
_რა
თქვა მაშინ ჩიტბატონამ?
_როდის
აჩქარდა ჩიტბატონამ?
_როგორ
დაეხმარნენ ჩიტები ჩიტბატონას?
_რომელმა
ფრინველმა ვერ გაიმეტა ბუმბული?
_როგორ
მოექცნენ ბუს ფრინველები?
_რა
ბედი ეწია ბოლოს ბუს?
წუთშესვენება.
მოსწავლეები
აკვირდებიან ენობრივ მასალას. მასწავლებლის დახმარებით ტექსტში ეძებენ სულიერ სახელებს.
შემდეგ
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტესტს, მოსწავლეები ასრულებენ დავალებას.
ტესტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს დავალებებს ჯგუფებში.მოსწავლეები
ტექსტის მიხედვით ახასიათებენ „ბუს“ და „ ჩიტბატონას“.
მასწავლებელი
ახდენს თემის შეჯამებას.აკეთებს დასკვნებს.აზუსტებს რა შეისწავლეს დღევანდელ გაკვეთილზე.აკეთებს მოთხრობის დაკავშირებას შ.ასანიშვილის
,,ჩიტები გამებუტნენ“.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს კომპიუტერში ასმენინებს მუსიკალურ ინსტრუმენტ
კლავისინზე შესრულებულ ჩიტების ჭიკჭიკს და ბუნების ხმებს, სადაც ისმის ჩიტების ჭიკჭიკიც. სთხოვს შეადარონ
ერთმანეთს ბუნებრივი და მუსიკალური ჭიკჭიკი.
|
Tuesday, June 13, 2017
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული ენა და ლიტერატურა & ბუნება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment