Tuesday, June 13, 2017

პროექტი „გაცოცხლებული ზღაპრები“  

პროექტი
                            „გაცოცხლებული ზღაპრები“                               


საგანი
 ქართული ენა
სწავლების საფეხური
დაწყებითი. მეორე კლასი.
მასწავლებელი
 ინგა ჭუმბურიძე
გაცოცხლებული ზღაპრები, ლექსები, იგავ-არაკები.





პროექტის მიზანი
 „ყმაწვილი და პეპელა“(აკაკი წერეთელი)
„დეიდა კოკრიკო“ (ირმა მალაციძე)
„მელია და მამალი“ (ხალხური)
„ქურდის ქურდი“ (ნოდარ დუმბაძე)
„მზე ყველას ეყოფა“ (ვ. ასლამაზიშვილი)
„ლამაზი დედა“(შ. ასანიშვილი)






მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაბმულად,  ინტონაციურად კითხვას. შეძლებენ როლური თამაშით განასახიერონ ზღაპრის პერსონაჟები. ისწავლონ- მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, ტოლერანტობა.






ამოცანები




შედეგები
1.მოსწავლე შეძლებს კითხვას სწრაფად, გაბმულად, გამომეტყველებით, ინტონაციურად.
2. მოსწავლეებს გაუჩნდებათ მოტივაცია უფრო მეტი საბავშვო ლიტერატურა იკითხონ.
3. მოსწავლეები დავაინტერესოთ თეატრითა და დრამატურგიული დარგით.
4.შეძლონ აქტიური თანამშრომლობა სხვა კლასის მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების მიზნით.

1.      მოსწავლეებს სწრაფად უვითარდებათ გამართული კითხვის უნარი.
2.      მოსწავლეებს უყვარდებათ ლიტერატურის კითხვა.იზრდება კითხვის მოტივაცია.
3.      მოსწავლეები ინტერესდებიან თეატრით.
4.      ისწავლიან თანამშრომლობით კომუნიკაციას არა მარტო თანაკლასელებთან, არამედ  უფროსკლასელებთან.
5.      ბავშვს უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი.




No comments:

Post a Comment